დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა.
შედგა ონლაინ-შეხვედრა იტალიის ფინანსური გვარდიის მეკავშირე ოფიცერთან (ეკონომიკური და ფინანსური პოლიციის ატაშე), ბრიგადის გენერალ - მაურიციო მუსკარასთან. შეხვედრაზე განხილული იქნა საკითხები თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის თაობაზე“ 2019 წლის 9 მარტის ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, საბერძნეთის რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის მეკავშირე ოფიცერს - ბატონ პანაგიოტის სიმეონიდისს შეხვდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ვაჟა ფანოზიშვილმა, ვახტანგ ფარესიშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა - ლევან ძნელაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს - გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, მორიგი შეხვედრა გამართეს თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM) დელეგაციასთან. სტუმრების დელეგაციას ხელმძღვანელობდა ხსენებული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - აჰმეტ გიულერი.
REGIONAL DIVISIONS