ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ოლივიე ლეფებვრი და ექსპერტი იგორის კრზეცკოვსკი, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილებისა (UNODC ROCA) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებსა და მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) ხელმძღვანელს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სამუშაო ვიზიტით აშშ-ს საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების საზღვარგარეთ წარმოებული კრიმინალურ საქმეთა გამოძიების ოფისისა და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები ეწვივნენ.
REGIONAL DIVISIONS