საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა ვახტანგ ფარესიშვილმა და ვაჟა ფანოზიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს - NCA წარმომადგენლებს უმასპინძლეს.
საგამოძიებო სამსახურის უფროსი - სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) წარმომადგენლებსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების (პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია, ესპანეთი, ლატვია, საბერძნეთი) საელჩოების მეკავშირე ოფიცრებს შეხვდა. სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს, გასულ წელს მიღწეულ შედეგებსა და უწყების ხედვას, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის თაობაზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის - SAS-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
REGIONAL DIVISIONS