Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Wednesday, October 22, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

696

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთ-ერთი შპს-ის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთ მოქალაქეს, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის, ფსიქიატრიული საავადმყოფოს სტაციონარში ერთი წლით მოთავსების სანაცვლოდ, ქრთამის სახით გამოართვა 1 000 ლარი. გარდა ამისა, დაკავებულმა იმავე მოქალაქეს გამოართვა მისი მეურვეობის ქვეშ მყოფი ავადმყოფის საპენსიო ბარათი, რადგან შემდგომში ყოველთვიურად დაუფლებოდა ბარათზე დარიცხულ საპენსიო თანხას, 100 ლარს. 

ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე პატიმრობას.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top