Press releases

News/Press releases

სახელმწიფოს წინაშე არსებული გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა

Thursday, May 25, 2017
სახელმწიფოს წინაშე არსებული გადასახადებისაგან თავის არიდების ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა 16 საწარმოს 17 ხელმძღვანელი პირი პასუხისგებაში მისცა

386

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს წინაშე არსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, მოჩვენებითი გარიგებით, ქონების გადამალვის ფაქტზე, 16  საწარმოს 17   ხელმძღვანელი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

გამოძებით დადგენილია, რომ თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტები, არსებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად დარიცხული ჯარიმების გადახდისაგან  თავის არიდების მიზნით, ახდენდნენ ახალი, ფიქტიური  საწარმოების რეგისტრაციას, ხშირ შემთხვევაში იმავე მისამართზე, მათი ოჯახის სხვა წევრებზე, ხოლო შემდეგ, მოჩვენებითი გარიგებით, საქონლის გადაწერის გზით ახორციელებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების გადამალვას.

ამ გზით ბრალდებულებმა  სახელმწიფოს მოუსპეს შესაძლებლობა ქონების რეალიზაციის გზით ამოეღო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული თანხები. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებით, საწარმოს ხელმძღვანელების მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებულია 1 მილიონ ლარზე მეტი ზიანი. 
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2051-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9  წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top