Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით აფთიაქების ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცა

Friday, March 18, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონო რეალიზაციის  ბრალდებით აფთიაქების ხელმძღვანელი პირები პასუხისგებაში მისცა

511

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აფთიაქის ხელმძღვანელი პირების მიერ, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის არაერთი ფაქტი გამოავლინა. 

კერძოდ, გამოძიებით და კონტროლის მიზნით განხორციელებული შესყიდვებით დადგინდა, რომ სხვადასხვა აფთიაქში სისტემატიურად ხდებოდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია, რომლის მეშვეობითაც აფთიაქების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით, 1 დან 3 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top