Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

Tuesday, December 15, 2015
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის  ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა

546

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის  ფაქტზე, ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ დაასაქმებდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, რის სანაცვლოდაც, დაზარალებულს  გამოართვა 5 000 აშშ დოლარი. 

გამოძიება მიმდინარეობს მოტყუებით სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

აქვე საზოგადოებას ვთხოვთ, მსგავსი ფაქტების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საგამოძიებო სამსახურის გენერალურ ინსპექციას.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«March 2025»
MonTueWedThuFriSatSun
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

 

 

Back To Top