Press releases

News/Press releases

ყალბი ფულის შეძენა,შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

Friday, October 24, 2014
ყალბი ფულის შეძენა,შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

694

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქეებმა ს. ჯ-მ და თ. გ-მ ერთ-ერთ მოქალაქეზე გაასაღეს 2 ცალი 100 დოლარიანი ყალბი კუპიურა, სანაცვლოდ კი ითხოვდნენ 45%-ს - 90 აშშ დოლარს. 

დაკავებულის, ს. ჯ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საგამოძიებო სამსახურმა ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 19 500 აშშ დოლარის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები. აღსანიშნავია, რომ ყალბი კუპიურები დამზადებულია უმაღლესი პოლიგრაფიული სტანდარტით და მისი გარჩევა ნამდვილი კუპიურისგან თითქმის შეუძლებელია. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top