Press releases

News/Press releases

"სურსათის ეროვნული სააგენტოს" ვეტერინარი პასუხისგებაში მისცეს

Tuesday, April 21, 2015
"სურსათის ეროვნული სააგენტოს" ვეტერინარი პასუხისგებაში მისცეს

627

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს კახეთის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს ისე, რომ რეალურად არ ამოწმებდა, იყო თუ არა ვარგისი პროდუქცია. შედეგად, შეუმოწმებელი ხორცი სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

 

 

Back To Top