Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ძვირადღირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელები ამოიღო

Thursday, April 21, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ძვირადღირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელები ამოიღო

499

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ერთი პირი დააკავა. 

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია“, „ბელუგა“ და „ნეფტი“, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. 

საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top