Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

Monday, April 18, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი დააკავა

502

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განაგრძობს კორუფციასთან აქტიურ ბრძოლას, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი. 

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა, სამგორის გამგეობის ტერიტორიაზე საკვები ობიექტის განთავსებისა და გამგეობის მხრიდან მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მეწარმე სუბიექტს ქრთამის სახით ყოველთვიურად მოსთხოვა და გადასახადის სახით დაუწესა 300 ლარის გადახდა. ბრალდებულმა წინასწარ გამოართვა ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ნაწილი 150 ლარი. დაკავებისას ბრალდებული შეეცადა გაქცევას და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის დაჯახება/დაზიანებას, რაც თავიდან იქნა აცილებული, დევნის პროცესში მან ა. წუწუნავას ქუჩაზე ვერ დაიმორჩილა საჭე და შეეჯახა რკინის ბოძს. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top