Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Thursday, March 30, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

411

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  ერთი პირი დააკავა.


საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, მის სამოქმედო არეალში, არსებულ სატყეო უბანზე, უკანონოდ უნდა მოეჭრა დიდი ოდენობით ხის სამასალე მორები და ქრთამის სანაცვლოდ, თავადვე გამოეტანა და გადაეცა ერთ-ერთი მოქალაქისთვის.


საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.



 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top