Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

Monday, March 6, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

421

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მოწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად, შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე - დაკავებულია სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც, ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტები. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top