Press releases

News/Press releases

ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

Thursday, May 7, 2015
ოქროს საიუველირო ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სომხეთის მოქალაქე დააკავეს

620

საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ჯ. ა. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სადახლოს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე მალულად, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოიტანა 50 000 ლარის ღირებულების, ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან  7 წლამდე  ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top