Press releases

News/Press releases

დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Tuesday, June 2, 2015
დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

615

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის გასაღების ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ლ. შ-მ, შემდგომში რეალიზაციის მიზნით, შეიძინა და შეინახა 4 800 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 100 დოლარიანი კუპიურები, რომელიც მოტყუებით გაასაღა საქართველოს მოქალაქეზე.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.








 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top