ოთხშაბათი, 01 თებერვალი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ, ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი.
პარასკევი, 27 იანვარი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, გულგრილობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტებზე, პასუხისგებაში ხუთი პირი მისცეს.
ოთხშაბათი, 25 იანვარი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, სამეგრელოს რეგიონში ორი პირი დააკავეს.
პარასკევი, 20 იანვარი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2022 წლის დეკემბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 22 ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ბრალდებულის სახით 14 პირი პასუხისგებაში მისცეს, მათგან 6 პირი დააკავეს.
პარასკევი, 13 იანვარი, 2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.
პარასკევი, 30 დეკემბერი, 2022
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ძეგვის ბავშვთა და მოხუცებულთა სახლს ეწვივნენ, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოხუცები მოინახულეს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.