Press releases

News/Press releases

„ADIDAS”-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

Tuesday, September 9, 2014
„ADIDAS”-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს

720

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით კონტრაფაქციული პროდუქციის რეალიზების შემთხვევა გამოავლინა. 

ერთ-ერთი შპს - ის დირექტორმა, ს. შ-მ და ამავე საზოგადოების თანამშრომელმა, დ. ხ-მ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეიძინეს „ADIDAS”-ის მარკით უკანონოდ ნიშანდებული სპორტული ფეხსაცმელი, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო კონტროლისგან დამალვის მიზნით, მარკა „ADIDAS” - ი დაფარეს მათი კუთვნილი შპს-ს ლოგოთი, ხოლო შემდეგ, დიდი ოდენობის კონტრაფაქციულ პროდუქციას მოქალაქეებზე, როგორც „ADIDAS”- ის სამარკო ნიშნის სპორტულ ფეხსაცმელს ასაღებდნენ. 

საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის ს. შ. და დ. ხ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

ფაქტზე გამოძიება 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top