საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრებისა და სხვა ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაციის გაცვლას, ასევე ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობას. ხელშეკრულებას ხელი ლატვიის დედაქალაქ რიგაში მოეწერა.
ხელშეკრულებაზე ხელს აწერენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ბ-ნი ლერი ბარნაბიშვილი და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის ფინანსური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ბ-ნი კასპარს პოდინსი.
ხელის მოწერის ცერემონიას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე მიხეილ ახვლედიანი, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან კაკავა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონი შურღულაია