Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

Friday, November 21, 2014
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

686

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ერთ-ერთი ააიპ-ის დირექტორი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოსახლეობის მიერ გადახდილი სარწყავი წყლის საფასური, 33 070 ლარი, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა ააიპ-ის საბანკო ანგარიშზე, თავად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. 

გარდა ამისა, ბრალდებული დოკუმენტებში ასახავდა, რომ ააიპ-ის თანამშრომლებზე ხელფასები გეგმის მიხედვით იყო გაცემული, რეალურად დასაქმებულებზე არანაირი ანაზღაურება არ გაცემულა. 

აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტზე, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 182-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top