Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

Wednesday, July 16, 2014
ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს

742

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების განყოფილების უფროსი დ. გ. დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ დ. გ-მ, იძულებით გადაადგილებული პირისათვის სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ გადაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით აიღო ფულადი თანხა 6 500 აშშ დოლარის ოდენობით.

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top