Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამასახურმა თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

Saturday, February 27, 2016
საგამოძიებო სამასახურმა თაღლითობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

518

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი კუთვნილი 7 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ქვემო ქართლის მომსახურების ცენტრის უფლებამოსილი პირის სახელის მოტყუებითი გამოყენებით, ქალაქ რუსთავში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის მიზნით,  სასურველი საფასურის დადგენის, აუქციონის ჩატარებისა და მასში გარანტირენული გამარჯვების სანაცვლოდ, თაღლითურად დაეუფლნენ მოქალაქის კუთვნილ 7 000 აშშ დოლარს.

 საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top