Press releases

News/Press releases

ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტო"- ს თანამშრომელი დააკავეს

Friday, January 30, 2015
ქრთამის აღების ფაქტზე "ეროვნული სატყეო სააგენტო"- ს თანამშრომელი დააკავეს

665

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, „ეროვნული სატყეო სააგენტო“- ს სიღნაღი-დედოფლისწყაროს  სატყეო უბნის თანამშრომელი დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მის დაქვემდებარებაში არსებული ტყის ტერიტორიიდან, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან სისტემატურად ახორციელებდა ქრთამის სახით სხვადასხვა ოდენობის თანხის აღებას. 

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9-წლამდე.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2024»
MonTueWedThuFriSatSun
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top