Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ხილისა და ბოსტნეულის 13 იმპორტიორი პასუხისგებაში მისცა

Tuesday, June 23, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ხილისა და ბოსტნეულის 13 იმპორტიორი პასუხისგებაში მისცა

609

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში  მისცა 12 პირი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორი ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ გ. ძ-მ და ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, დაარეგისტრირეს ათზე მეტი საწარმო. ბრალდებულები თურქეთის რესპუბლიკიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა სახის ხილისა და ბოსტენულის იმპორტს, რა დროსაც დამატებითი ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში ყალბი მონაცემების, ანუ არარსებული ჩასათვლელი თანხის დაფიქსირებით სისტემატურად იღებდნენ უკანონი სარგებელს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტს დანაშაულებრივი ქმედებით მიაყენეს 1 896 000 ლარის ზიანი.

საქმეზე გრძელდება გამოძიება სსკ-ის 180-ე, 210-ე და 220-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top