საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადების და გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, ერთ-ერთი შპს-ის სახელით დაამზადეს ყალბი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ხელშეკრულება, თითქოს, აღნიშნულმა საწარმომ ერთერთ კომპანიას 249 700 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიაწოდა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.