Press releases

News/Press releases

სატენდერო პირობების დარღვევის გამო შპს-ის დირექტორი დააკავეს

Tuesday, November 11, 2014
სატენდერო პირობების დარღვევის გამო შპს-ის დირექტორი დააკავეს

689

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, ერთ-ერთი შპს-ის დირექტორი და დამფუძნებელი გ. ჯ. დააკავა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ტენდერის პირობის თანახმად, 2013 წელს სამ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, თუმცა მან არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 517 000 ლარი მიითვისა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«May 2025»
MonTueWedThuFriSatSun
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

 

 

Back To Top