Press releases

News/Press releases

თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Friday, March 27, 2015
თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

641

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე ერთ-ერთი შპს-ის აუდიტორული კომპანიის დირექტორი ს. ჭ. და მოქალაქე რ. ო. დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ერთერთი მეწარმე სუბიექტი მოტყუებით დაარწმუნეს იმაში, რომ პირადი კავშირების გამოყენების გზით, კერძოდ თითქოსდა ახლო მეგობრების მეშვეობით, რომლებიც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იკავებდნენ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს, დაეხმარებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების 2 435 159 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 200 000 ლარამდე შემცირებაში, რის სანაცვლოდაც,  მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს 100 000 ლარი.

აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვიდან ცხრა წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top