Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

Wednesday, August 31, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

469

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებული, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სპეციალურად მოწყობილი დანადგარის საშუალებით და სხვადასხვა ფერადი ლიოთონის შენადნობების გამოყენებით, ამზადებდა ერთი ლარის ნომინალური ღირებულების მქონე ყალბ ლითონის მონეტებს, რომელსაც შემდგომში სისტემატურად ასაღებდა საქართველოს მასშტაბით სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით, სხვადასხვა ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვის გზით. 

საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავა. მისი ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სარელიზაციოდ გამზადებული ლითონის ყალბი ერთლარიანი მონეტები.

დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 დან 10 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top