Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა

Thursday, September 22, 2016
საგამოძიებო სამსახურმა აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა

465

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქვეყნის მასშტაბით აზარტული თამაშებისთვის განკუთვნილი, დიდი ოდენობით სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტი გამოავლინა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში, გარდაბანში, რუსთავში, მარნეულში, ფოთსა და სენაკში - ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებზე, სხვადასხვა პირებს განთავსებული ჰქონდათ  სათამაშო აპარატები, რომელთა მეშვეობით მართავდნენ აზარტულ თამაშებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გარეშე და იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს. 

სათამაშო აპარატები წარმოადგენს ელექტრო-მექანიკურ მოწყობილობაზე მომუშავე ე.წ. ,,სლოტ აპარატებს“ და კუსტარულად დამზადებულ მოწყობილობას, რომელიც ქაღალდის კუპიურებისა და  20 თეთრიანი მონეტების გამოყენებით, შემთხვევითობის პრინციპით, მოთამაშეს აძლევს მიზერულ მოგებას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია 100-მდე სათამაშო აპარატი. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.  
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top