Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა

Friday, February 3, 2017
საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გადაზიდვის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავა

431

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი, „ნინოწმინდა“-ს გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, სხვადასხვა სახეობის, დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საბაჟო-გამშვებ პუნქტზე დააკავა, ხოლო უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დაკავებულს ასევე ჩამოერთვა ავტომანქანა, რომლითაც მან უაქციზო სიგარეტი შემოიტანა საქართველოს ტერიტორიაზე. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top