საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი დააკავა.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის - ვისკის რეალიზაციას ახორციელებდა. დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 69 ცალი ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - “Jameson”-ი და “Jack Daniels”- ი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.