Press releases

News/Press releases

ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს

Sunday, April 19, 2015
ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა რეალიზაციის ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს

628

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე,  მოქალაქეები გ. ბ. და გ. გ. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ქ.თბილისის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელები „ჯეიმსონი”, „ჯეკ დენიელსი”, „ჰენესი” და „ჩივას რეგალი“.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top