Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

Tuesday, April 28, 2015
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი ამოიღო

624

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე, ა. პ. და ქ. ც. დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ფარულად გადმოიტანეს და შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე, გადაზიდეს და გაასაღეს, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 62 969 ლარის ღირებულების 285 ერთეული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი „ჰენესი“

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  მე 200 მუხლის მე- 2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე - 3 ნაწილით, რაც ითავალისწინებს  6 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top