Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღებისა და სამსახურეობრივი სიყალბის საქმე გახსნა

Saturday, May 2, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღებისა და სამსახურეობრივი სიყალბის საქმე გახსნა

622

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს ისე, რომ რეალურად არ ამოწმებდა პროდუქციის ვარგისიანობას. შესაბამისად, გაურკვეველი წარმომავლობის შეუმოწმებელი ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე. 

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
Back To Top