Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

Wednesday, March 9, 2016
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე  ორი პირი დააკავა

515

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყოველგვარი მომსახურების გაწევის გარეშე, სხვადასხვა საწარმოთა მონაცემების გამოყენებით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, საერთო ჯამში, 601 525 ლარის ღირებულების ფიქტიური მომსახურების გაწევაზე. რეალურად,  მათ არანაირი  მომსახურება არ გაუწევიათ და აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ, დაკავებულებმა მოითხოვეს 180 000 ლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის ნაწილი 30 000 ლარი. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top