Press releases

News/Press releases

ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

Saturday, September 13, 2014
ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

718

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ალკოჰოლური სასმელის ფალსიფიცირების ფაქტზე, მოქალაქე მ. ბ. დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული, სისტემატურად ახდენდა ცნობილი ქართული ალკოჰოლური ბრენდების, „სარაჯიშვილის“, “დავითის“ და „ასკანელის“ ფალსიფიკაციას, ხოლო შემდეგ, დამზადებული ფალსიფიცირებული პროდუქციის რეალიზაციას სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე ახორციელებდა.

გარდა ამისა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებული იქნა პოლიეთილენის ბოთლები, რომლებშიც მოთავსებული იყო ყავისფერი სითხე და დატანილი იყო ქართული ბრენდების, „ბახმაროსა“ და ნატახტარის“ ეტიკეტები.

საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top