Press releases

News/Press releases

იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების გამო ორი პირი დააკავეს

Thursday, September 18, 2014
იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების გამო ორი პირი დააკავეს

717

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე შპს-ს დამფუძნებლები, მოქალაქეები გ. ბ. და ზ. ბ. დააკავა.

ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5 დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დაარეგისტრირეს 4 სხვადასხვა კომპანია და საქართველოში შემოიტანეს 573 121 ლარის ღირებულების ნავთობის მასალა ბიტუმი, ასევე საკვები პროდუქტი ქიშმიში და ფინიკი. 

პროდუქციის განბაჟების შემდეგ ბრალდებულებმა თავი აარიდეს იმპორტის გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 136 566 ლარის ზიანი.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით. 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top