Press releases

News/Press releases

მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მცხეთაში ხუთი პირი დააკავეს

Thursday, February 5, 2015
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით მცხეთაში ხუთი პირი დააკავეს

660

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, თაღლითთა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 5  წევრი დააკავა.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის მაისის თვეში, ერთ-ერთი ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი, მის მიერვე შექმნილ ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ერთ-ერთი რეგიონის სამხარეო სამმართველოს ყოფილ უფროსთან, ქალაქის ნიჩბოსნობის სასპორტო სკოლის დირექტორთან და კიდევ ორ მოქალაქესთან ერთად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლა 8 366 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს და მასზედ განთავსებულ 125 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლებებს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 2008 წლის მაისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 1 425 333 ლარს. 
 
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე,  362-ე, 332-ე  და 341-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

გარდა ამისა, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების მიზნით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top