Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს და ბრილიანტის ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

Monday, January 18, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს და ბრილიანტის ნაკეთობების საზღვარზე უკანონოდ  შემოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა

537

საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2016 წლის 17 იანვარს, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან ბრალდებულმა  საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოში  შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«January 2025»
MonTueWedThuFriSatSun
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

 

 

Back To Top