Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს ზოდების საზღვარზე უკანონოდ გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

Thursday, June 23, 2016
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ოქროს ზოდების საზღვარზე უკანონოდ გადატანის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

482

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადატანის ფაქტზე, აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავა.. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საზღვრის კვეთის დროს ცდილობდა უკანონოდ გადაეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, კონტრაბანდული ოქროს ზოდები და უმაღლესი სინჯის ოქროსაგან დამზადებული საიუველირო ნაწარმი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 55 000 ლარს. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავა. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით 5-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«September 2024»
MonTueWedThuFriSatSun
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

 

 

Back To Top