საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელის - „david“- ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 700 ერთეული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 - დან 6 წლამდე ვადით.