Press releases

News/Press releases

საამშენებლო კომპანიის დირექტორი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს

Wednesday, June 25, 2014
საამშენებლო კომპანიის დირექტორი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დააკავეს

751

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორი, გ. გ.   დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა,  რომ გ. გ. მის კუთვნილებაში მყოფი სამშენებლო კომპანიის სახელით 2005-2008 წლებში მოქალაქეებთან აფორმებდა ხელშეკრულებებს, რის საფუძველზეც იგი იღებდა ვალდებულებას, რომ ხელშკრულებით გათვალისწინებული ღირებულების გადახდის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ,,ა“ და ,,ბ“ კორპუსს, აშენების შემდეგ კი ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ბინებს (შესაბამისი ფართებით) საკუთრებაში გადაუფორმებდა კონტრაქტორ მოქალაქეებს. ნაკისრი ვალდებულებისა და გაფორმებული ხელშეკრულებების მიუხედავად, საცხოვრებელი კორპუსების აშენების შემდეგ, გ. გ. აღნიშნული ბინები მოტყუებით, თითქოს და მის საკუთრებას წარმოადგენდა, იპოთეკით დატვირთა და შემდგომში გაასხვისა სხვა, არაკონტრაქტორ მოქალაქეებზე. 

აღნიშნული გზით გ. გ. დამატებით მიიღო უკანონო შემოსავალი და თაღლითურად   დაეუფლა  2005-2008 წლებში გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხას, 1 626 291 აშშ დოლარს,  რამაც კონტრაქტორი მოქალაქეები მნიშვნელოვანად დააზარალა.  

ამ ეტაპზე დადგენილია ათეულობით მოქალაქის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტი.  მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3  ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით. გამოძიება ასევე გრძელდება  ზემოხსენებულ საცხოვრებელ კორპუსებსა და   ასევე, გ. გ. მიერ აშენებულ  სხვა საცხოვრებელ კორპუსებში განთავსებული ბინების განკარგვის კანონიერების შემოწმების მიზნით. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top