ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქ. ბორჯომსა და ბორჯომის რაიონის სოფელ ყვიბისში, ქართული მინერალური წყლების ფალსიფიცირების ფაქტზე გ. მ, მ. წ, კ. გ, ჯ. ბ. და პ. ტ. დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნული პირები საცხოვრებელ სახლებში ახდენდნენ კუსტარული წესით, სათანადო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ფალსიფიცირებული მინერალური წყლების, ,,ბორჯომი“-ს, „ლიკანი“-ს და „ნაბეღლავი“-ს დამზადება-რეალიზაციას. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა არაერთი კომპლექსური (ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური) ექსპერტიზა, რითაც დადასტურებულია დამზადებული პროდუქციის უხარისხობა და დადგენილ სტანდარტებთან შეუსაბამობა. საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია მოხმარებისთვის უვარგისი, დიდი ოდენობით „ბორჯომი“, „ლიკანი“ და „ნაბეღლავი“.
დაკავებული პირების მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ-ის 197 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.