Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა

Wednesday, July 1, 2015
საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავა

604

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე საჯარო მოხელე დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ სამეგრელოს რეგიონში, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ერთ-ერთი სოფლის ტერიტორიაზე განთავსებული სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ მოწყობილ ნაგავსაყრელზე, სამშენებლო ნარჩენების გადაყრის უფლებისა და შემდგომში მფარველობისა და საჯარიმო სანქციისგან  თავის არიდების სანაცვლოდ, ერთ-ერთი საწარმოს დირექტორს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.

დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top