Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის დროს სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინა

Wednesday, July 8, 2015
საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის დროს  სახელმწიფო თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინა

600

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში ორი პირი მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის პერიოდში, საბურთალოს, ვაკის და ჩუღურეთის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. კორპუსების რეკონსტრუქციის პროცესში ბრალდებულებმა შესრულებული სამუშაოების აქტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს  სამუშაოთა მოცულობა და მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 113 000 ლარს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«April 2025»
MonTueWedThuFriSatSun
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top