Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავა

Friday, March 11, 2016
საგამოძიებო სამსახურმა  წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრის სანაცვლოდ ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავა

513

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თბილისის ეროვნული პარკის რეინჯერები დააკავა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მათ დაქვემდებარებაში არსებული თბილისის ეროვნული პარკის ტყის ფონდის ტერიტორიაზე, წითელ წიგნში შეტანილი ხეების უკანონოდ მოჭრისა და სამასალე მერქანის დამზადების სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით მოითხოვეს 1 500 ლარი. საგამოძიებო სამსახურმა რეინჯერები მოთხოვნილი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის 338 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7 დან 11 წლამდე პატიმრობას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top