Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა

Thursday, May 4, 2017
საგამოძიებო სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა

397

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტთან ერთობლივად გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში ჩადენილი მორიგი, საერთაშორისო დანაშაულებრივი ფაქტი გახსნა. 

ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ თბილისსა და ქალაქ ბათუმში, სხვადასხვა ადგილიდან ამოღებულია საერთო ჯამში, 8 ერთეული უკანონოდ განთავსებული, საერთაშორისო ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნისთვის განკუთვნილი ელექტრონული მოწყობილობა - ე.წ. „სიმ ბოქსი.“ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, უცხოური ზარის ადგილობრივ ზარად გარდაქმნის შედეგად, ხელოვნურად ცვლიდნენ შემომავალი ზარების ტარიფებს და მნიშვნელოვნად აზარალებდნენ სახელმწიფო ბიუჯეტს და სატელეფონო კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებს. საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საერთო ჯამში, გამოვლენილია 21 ერთეული „სიმ ბოქსის“ უკანონოდ განთავსება - გამოყენების ფაქტი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის  185-ე, 192-ე და 218 - ე მუხლით, რაც ითვალისწინებს 8 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«July 2024»
MonTueWedThuFriSatSun
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

 

 

Back To Top