Press releases

News/Press releases

საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

Wednesday, February 25, 2015
საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება გამოყენების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

652

ერთ-ერთი კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების  ფარგლებში, გამოძიების ამ ეტაპზე გამოვლენილი იქნა ყალბი სპეციალური საგადასახადო  ანგარიშ-ფაქტურების დამზადება გამოყენების ფაქტები. გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბრალდებულების ორგანიზებით განხორციელდა  კომპანიაში არსებული 52 ტონა აღურიცხავი საწვავის, ყალბი ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე ბაზებიდან სხვადასხვა  ავტოგასამართ  სადგურებზე ფიქტიურად გაწერა.
 
გამოძიების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ამ ეტაპზე დაკავებულ იქნენ  შპს-ის ორი თანამშრომელი.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ასევე საბუღალტრო რევიზია ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერების დადგენის მიზნით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«October 2024»
MonTueWedThuFriSatSun
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

 

 

Back To Top