Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა მოქმედი ვეტექიმები დააკავა

Thursday, April 2, 2015
საგამოძიებო სამსახურმა მოქმედი ვეტექიმები დააკავა

639

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებისა და ყალბი ბეჭდის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქმედი ვეტექიმები ხ. ბ. და მ. მ. დააკავა. 

დადგენილია, რომ  ბრალდებულებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მონაცემები შეჰქონდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარულ მოწმობა - ფორმა N2-ებში, რასაც ადასტურებდნენ სამსახურებრივი ბეჭდებით და ასაღებდნენ სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული, გაურკვეველი წარმოშობის  ხორცით ბაზარში მოვაჭრე პირებზე. გარდა ამისა, ბრალდებულები ხორცს ამოწმებდნენ ყალბი ბეჭდით. შესაბამისად, ვეტერინარულად შეუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ხვდებოდა საქართველოში მოქმედ ხორცპროდუქტების სავაჭრო ქსელში. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე და 362 მუხლით, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 6 წლამდე

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

 

 

Back To Top