Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ბრიტანეთის შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

Friday, November 27, 2015
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ბრიტანეთის  შემოსავლების და საბაჟო სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

555

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს შემოსავლების და საბაჟო სამსახურს (HMRC) შორის საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთდახმარების მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს  ხელი მოაწრეს საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა  ლერი ბარნაბიშვილმა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის  გაერთიანებული სამეფოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურის (HMRC) დირექტორის ასისტენტმა ფლორენს ტენენტმა.  

მემორანდუმი ითვალისწინებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ურთიერთობას. ასევე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს სამართალდამცველ სამსახურებს შორის ორმხრივ თანამშრომლობას. მემორანდუმი მოიცავს სამართლებრივ თანამშრომლობას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, საგადასახადო, საბაჟო და ფინანსური სახის დანაშაულის სფეროში. ასევე, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საკითხებში. მემორანდუმი  ითვალისწინებს საბაჟო და საგადასახდო დანაშაულის თავიდან აცილების,  დადგენის, აღკვეთისა და გამოძიების სფეროში ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის პრაქტიკულ საკითხებს და არეგულირებს ადმინისტრაციულ ორგანოთა შორის ურთიერთდახმარებას.

მემორანდუმი ეფუძნება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის კონვენციას, სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპულ კონვენციას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაეროს კონვენციას და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს და საქართველოს შორის ხელმოწერილი ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმებას.
 

   
   
   
   


 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«November 2024»
MonTueWedThuFriSatSun
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

 

 

Back To Top