Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული სიგარეტი და კონიაკი ამოიღო

Saturday, January 16, 2016
საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული სიგარეტი და კონიაკი ამოიღო

538

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და აღკვეთა საქართველოს ტერიტორიაზე მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის რეალიზაცია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს ტერიტორიაზე გასაღების მიზნით შემოიტანა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი „პარლამენტი“ და კონიაკი “Hennessy-X.O”. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს მარკირებას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2- დან 4 წლამდე პატიმრობას.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«February 2025»
MonTueWedThuFriSatSun
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

 

 

Back To Top